საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო ტრენინგის მე-6 დღე. შევარჩიეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ჩვენი პროექტებისათვის . გავეცანით რა ფორმით უნდა მოვახდინოთ ცოდნის დემონსტრირება, როგორ უნდა დავაკავშიროთ მოსწავლის ცოდნა მის სავარაუდო ნაშრომთან, რა ტიპის ნიმუშები შეიძლება დაამზადონ მოსწავლეებმა, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ ჩვენ მოსწავლეებს სავარაუდო ნაშრომების შესაქმნელად, შევადგინეთ სტატისტიკური კვლევის დიაგრამა და ა.შ.
ჩემი მიზანია მოსწავლემ შექმნას ისეთი ნაშრომები, რომელიც გაიყვანს მიზანზე და განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს. გააკეთებს კვლევას, სტატისტიკურ ანალიზს.
მადლობა ტრენერს, რომ თავდაუზოგავად გვაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.
Комментариев нет:
Отправить комментарий