воскресенье, 1 октября 2017 г.







           დავასრულეთ ინტელის ტრენინგი, რომლის  თითოეული დღე ძალიან საინტერესო იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესს ახალისებს და აუმჯობესებს. მომეწონა პროექტებით  სწავლება, რადგან ის შესაძლებლობას
იძლევა   სასწავლო აქტივობები გამოყენებული იქნეს მოსწავლეთა მონაწილეობით. სკოლაშიც და სკოლის ფარგლებს გარეთაც. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებთ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. ტექნოლოგიებით გამდიდრებული  პროექტები უფრო საინტერესო და ბევრის მომცემია. სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი და სახალისო ხდება, მოსწავლეები კი მეტად მოტივირებულნი.
    კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინას სეთი საინტერესო  და საჭირო ტრენინგისათვის.


воскресенье, 24 сентября 2017 г.

       დავასრულეთ ტრენინგის მერვე სამუშაო დღე. საკმაო ინფორმაციებით დატვირთული იყო ეს დღეც. გავეცანით თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების თვითრეგულირებად მოსწავლეებად ჩამოყალიბებას, რისთვისაც აუცილებელია გავთვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები, რა სჭირდებათ მოსწავლეებს რომ ისწავლონ და ა.შ.
      გავიგეთ, რომ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები და მიეცეთ მათ ვარჯიშის შესაძლებლობა.
   შევქმენით ფასილიტაციის სხვადასხვა ნიმუშები... მადლობა ქალბატონ ირინას  მასალის სრულად ინფორმირებისათვის.

суббота, 23 сентября 2017 г.

     დავასრულეთ ტრენინგის მეშვიდე სამუშაო დღე, რომელიც საკმაოდ შრომატევადი იყო.. გავეცანით, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში, რა შეიძლება იყოს მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკა და ა. შ.
      გავეცანით ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს, მაღალი სააზროვნო უნარების შეფასების ფორმებს და თუ როგორ დავგეგმოთ შეფასება.
          გავაკეთეთ მოსწავლის ჩეკლისტი და სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა. კმაყოფილი ვამთავრებ დღევანდელ მუშაობას, რადგან ამ ახალი საკითხების ცოდნა გამომადგება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
   

воскресенье, 17 сентября 2017 г.

     საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო ტრენინგის მე-6 დღე.  შევარჩიეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ჩვენი პროექტებისათვის . გავეცანით რა ფორმით უნდა მოვახდინოთ ცოდნის დემონსტრირება, როგორ უნდა დავაკავშიროთ მოსწავლის ცოდნა მის სავარაუდო ნაშრომთან, რა ტიპის ნიმუშები შეიძლება დაამზადონ მოსწავლეებმა, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ ჩვენ მოსწავლეებს სავარაუდო ნაშრომების შესაქმნელად, შევადგინეთ სტატისტიკური კვლევის დიაგრამა და ა.შ.
   ჩემი მიზანია  მოსწავლემ შექმნას ისეთი ნაშრომები, რომელიც გაიყვანს მიზანზე და განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს. გააკეთებს კვლევას, სტატისტიკურ ანალიზს.
     მადლობა ტრენერს, რომ თავდაუზოგავად გვაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას. 

суббота, 16 сентября 2017 г.

ტრენინგის მე-5 დღეა, დღეები ილევა, დავალებები მატულობს. ვიმუშავეთ ჯგუფებში და წყვილებში. გავეცანით ჩვენი მეწყვილეების პროექტებს, განვიხილეთ და მივეცით შესაბამისი უკუკავშირები. ვისაუბრეთ  საავტორო უფლებების შესახებ. გავიგეთ, რომ გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე. მივიღეთ საშინაო დავალებაზე რეკომენდაციები და იმედია კარგად გავართმევთ თავს.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

დღევანდელ ტრენინგზე გეგმები გავწერეთ დროში და შევიტანეთ გეგმის შაბლონში..ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები..

суббота, 9 сентября 2017 г.

     მეტად ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა ტრენინგმა. ტრენერი ძალიან გასაგებად აყალიბებს ყველა საკითხს და ცდილობს არაფერი არ დაგვრჩეს გაურკვეველი. მასალის მატებასთან ერთად გვიჩნდება კითხვები და ვღებულობთ კიდეც ადეკვატურ პასუხებს ტრენერისაგან. დღეს განვიხილეთ ე.ს.გ.- ის სტანდარტები. ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები, დავსახეთ პროექტის მიზნები და ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

პროექტის პრეზენტაცია             დავასრულეთ ინტელის ტრენინგი , რო მლის   თითოეული დღე ძალიან საინტერესო იყო . კომპიუტერ...